ქეთა თოფურია სკანდალურ კლიპს იღებს

აგვისტო 26, 2008 at 10:59 AM 3 comments



ქეთა თოფურია სკანდალურ კლიპს იღებს


რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალ ქეთა თოფურიაზე რუსული პრესა კვლავ ალაპარაკდა. ამის მიზეზი ჯგუფ „ა-სტუდიოს“ ახალი დუეტი გახდა, რომელიც „ატპეტიე მაშენნიკთან“ ჩაწერა. სიმღერის სახელწოდებაა „გულით გულისკენ“ და მასზე რამდენიმე დღეა, კლიპის გადაღებები კინორეჟისორმა ბახადიშ ლიუდაშევმა დაიწყო. ვიდეორგოლი საკმაოდ ემოციური და საინტერესო იქნება, ისევე როგორც თავად სიმღერა. სკანდალური მითქმა-მოთქმაც სწორედ კლიპის სიუჟეტმა გამოიწვია. სცენარის მიხედვით, კლიპში ჯგუფების სოლისტები ქეთა თოფურია და სერგეი ამორალოვი შეყვარებულებს თამაშობენ, რომლებსაც რომანტიკული პაემნის დროს ხულიგნები დაესხმებიან თავს. ბოროტმოქმედები მათ სცემენ, მერე კი დიდი რაოდენობით ფსიქოთროპულ პრეპარატებს დაალევინებენ. შეყვარებული წყვილი ფსიქიატრიულში მოხდება, თუმცა საბოლოოდ იქიდან თავს დააღწევენ. თუ რუსულ პრესას დავუჯერებთ, გადაღებების ბოლო დღეს, მომღერლები კლიპის სიუჟეტში განვითარებული სასიყვარულო ისტორიის რეალურ ცხოვრებაში გაგრძელების სურვილს აღარც კი მალავდნენ. ისინი ტაშკენტის ძვირადღირებულ რესტორანშიც კი იხილეს, სადაც თვითმხილველთა თქმით, ერთმანეთს ნაზად ეალერსებოდნენ…

წყარო : www.radio.ge

Advertisements

Entry filed under: ყველასათვის:).

ბავშვის აღზრდის მეთოდები – ნოდარ დუმბაძე(2)

3 Comments Add your own

  • 1. Sweet Baby Girl  |  აგვისტო 30, 2008, 12:43 AM

    wow! შენი ბლოგი აღმოვაჩინე და ფრიად მომეწონა!!!

    რაც შეეხება ქეთა თოფურიას, მომწონს ეგ გოგო!
    კიდევ კარგი წავიდა თორემ ჩალპებოდა ამ საცოდავ საქართველოში ^_^

    პასუხი
  • 2. Gi_iGi  |  აგვისტო 31, 2008, 3:02 PM

    ამ ბლოგის ეხლა აღმოჩენაზე რა ვთქვა მაგრამ აშკარად კარგი ბლოგი რომაა ეს აშკარაა 🙂

    და რაც შეეხება ამ სტატიას წავიდა ქეთა თოფურია რუსეთში და რაც რუსეთს შეეფერება ისეთი გახდა 😐

    პასუხი
  • 3. cudibichi  |  სექტემბერი 1, 2008, 3:38 PM

    Sweet Baby Girl

    madlob 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


RSS

Wordpress.com
Add RSS

ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქართველო!

ბლოგის სტატისტიკა

  • 24,623 hits

%d bloggers like this: