ქეთა თოფურია სკანდალურ კლიპს იღებს



ქეთა თოფურია სკანდალურ კლიპს იღებს


რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალ ქეთა თოფურიაზე რუსული პრესა კვლავ ალაპარაკდა. ამის მიზეზი ჯგუფ „ა-სტუდიოს“ ახალი დუეტი გახდა, რომელიც „ატპეტიე მაშენნიკთან“ ჩაწერა. სიმღერის სახელწოდებაა „გულით გულისკენ“ და მასზე რამდენიმე დღეა, კლიპის გადაღებები კინორეჟისორმა ბახადიშ ლიუდაშევმა დაიწყო. ვიდეორგოლი საკმაოდ ემოციური და საინტერესო იქნება, ისევე როგორც თავად სიმღერა. სკანდალური მითქმა-მოთქმაც სწორედ კლიპის სიუჟეტმა გამოიწვია. სცენარის მიხედვით, კლიპში ჯგუფების სოლისტები ქეთა თოფურია და სერგეი ამორალოვი შეყვარებულებს თამაშობენ, რომლებსაც რომანტიკული პაემნის დროს ხულიგნები დაესხმებიან თავს. ბოროტმოქმედები მათ სცემენ, მერე კი დიდი რაოდენობით ფსიქოთროპულ პრეპარატებს დაალევინებენ. შეყვარებული წყვილი ფსიქიატრიულში მოხდება, თუმცა საბოლოოდ იქიდან თავს დააღწევენ. თუ რუსულ პრესას დავუჯერებთ, გადაღებების ბოლო დღეს, მომღერლები კლიპის სიუჟეტში განვითარებული სასიყვარულო ისტორიის რეალურ ცხოვრებაში გაგრძელების სურვილს აღარც კი მალავდნენ. ისინი ტაშკენტის ძვირადღირებულ რესტორანშიც კი იხილეს, სადაც თვითმხილველთა თქმით, ერთმანეთს ნაზად ეალერსებოდნენ…

წყარო : www.radio.ge

August 26, 2008 at 10:59 am 3 comments

ბავშვის აღზრდის მეთოდები – ნოდარ დუმბაძე(2)

როგორც დაგპირდით, ვაგრძელებ ნოდარ დუმბაძის მოთხრობას  “ბავშვის როლი მშობლების აღზრდის საქმეში”

- მამიკო, რატომ არ ღრუტუნებ?
- რატომ უნდა ვიღრუტუნო, შვილო?
- იმიტომ, რომ შენ ხორი ხარ. ასე თქვა ბაბუამ!
  რა თქმა უნდა , ასეთი დიალოგის შემდეგ ბავშვს საგრძნობლად უწითლდება ყვირიმალი და ყურის ბიბილოებიც უსივდება.მაგრამ მამა მაინც უფიქრდება თავის საქციელს და გარკვეულ მუშაობას ატარებს გაღორებული ავტორიტეტის აღსადგენად.
  დედებო! ძალიან ადვილი შესაძლებელია ანალოგიური ამბავი თქვენც დაგემართოთ: ერთ მშვენიერ დღეს მიუახლოვდეს თქვენი შვილი ბებიას (თქვენს დედამთილს) და სთხოვოს :
 - ბებო, კუდი მაჩვენე რა!
ბებოს გაოცებისგან სათვალე უვარდება, თქვენ კი გახსენდებათ…რომ გუშინ ბავშვის თანდასწრებით ქმარს უთხარით,დედაშენი კუდიანიაო.ერთი ან რამოდენიმე დღის შემდეგ მოვა თქვენივე შვილი , მოგაწოდებთ საპონს და გთხოვთ :
 - დედიკო, პირი დაიბანე თორემ ბებია ამბობს, რომ შენ პირშავი ხარ.
   თქვენ აღარაფერი გაგონდებათ, პირიქით გავიწყდებათ…და იწყება ოთახში დიდი ქართველი პოეტის ბესარიონ გაბაშვილის პოემის “ღძალდედამთილიანის” ინსცერინება.
  კიდევ უამრავი მაგალითის მოტანა შეიძლებოდა იმის შესახებ.თუ რა დიდ საქმიანობას ეწევიან ასეთი ბავშვები მშობლების აღზრდაში, მაგრამ ვფიქრობ,კმარა.
   არ ვიცი, ყველა მშობელზე იმოქმედებს თუ არა ბავშვების აღზმრდელობითი მუშაობა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში რომ ბავშვების ამ უეჭველად მისასალმებელ საქმიანობას დადებითი შედეგი მოჰყვება, ეს ცხადია…
  საყვარელო ბავშვებო! ნუ მოერიდებით იმ სიძნელეებს , რაც ცემაში გამოიხატება , თქვენ მიერ მშობლების აღზრდის საქმეში.
   გახსოვდეთ, თქვენ დიდ, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას ეწევით

  დასასრული

August 23, 2008 at 5:01 pm Leave a comment

რუსეთის საოკუპაციო ჯარი ზუგდიდიდან გავიდა

რუსეთის საოკუპაციო ჯარი ზუგდიდიდან გავიდა საქართველო-რუსეთი-ომი

თბილისი. 22 აგვსიტო. აი-ტი-ენ ექსკლუზივი. თამუნა შელია. რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ზუგდიდის ტერიტორია დატოვა და აფხაზეთის ტერიტორიისკენ კერძოდ ენგურის ხიდისკენ წავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია “აი-ტი-ენ ექსკლუზივის” კორესპონდენტს სამეგრლო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ალეკო ახვლედიანმა მიაწოდა.

“ზუგდიდან უკვე გავიდნენ და წავიდნენ ენგურის ხიდისკენ. რაც შეეხება სენაკიდან შეოსულ დაახლოებით 90 ერთეულ მძიმე ტექნიკას და სატვირთოებს აფხაზეთის მიმართულბით კერძოდ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩისკენ წავიდნენ, რომელიც ენგურს გაღმა მდენარეობს,” – განაცხადა ალეკო ახვლედიანმა “აი-ტი-ენ ექსკლუზივის” კორესპონდენტთან საუბრისას.

ახვლედიანის თქმით, რუსი სამხედროები მხოლოდ ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთასთან რჩებიან სადაც სამშვიდობოების სტატუსით ქართულ-ოსურ კონფლიქტამდე კერძოდ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებამდე იმყოფებოდნენ.

ცნობისათვის, რუსეთის საოკუპაციო არმია ზუგდიდში პოლიციის შენობაში, სამთავრობო სახლსა და ქართველთა სამშვიდო შტაბში იმყოფებოდა.

August 22, 2008 at 2:17 pm Leave a comment

დავეხმაროთ დევნილებს

1. მიდიხართ მიცკევიჩის 29ა-ში, მიცკევიჩის ბოლოშია, საირმის ასახვევთან, მეორე სართულზე.

2. მერიაში დარეკვას აზრი არ აქვს, მაინც ვერ გაგცემენ ზუსტ პასუხს, მე პირდაპირ მიცკევიჩზე დამამისამართეს.

3. დევნილებს ჭირდებათ აბსოლუტურად ყველაფერი, საჭმელი, ტანისამოსი, ჰიგიენის საშუალებები, პირველადი მოხმარების საგნები.

4. ჩამოგიწერთ მიახლოებით სიას რისი მიტანა შეგიძლიათ:

ტანისამოსი:

რაც გაქვთ და არ გენანებათ ყველაფერი და ყველანაირი, მთლად ზამთრის ქურთუკები მემგონი ჯერ არ ჭირდებათ, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი. ქალების, კაცების და რაც მთავარია ბავშვების, ძალიან ბევრი ბავშვიაო, ყველა ასაკის, მათ შორის თოთო ბავშვები.

თეთრეული:

ძალიან ჭირდებათ. თეთრეული, პირსახოცები, პლედები, საბნები, თუ გაქვთ და შეგიძლიათ ლეიბები.

ჰიგიენის და პირველადი მოხმარების საგნები:

საპონი, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდი, ასანთი.

პროდუქტი:

შაქარი, ჩაი, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, მანის ქაში, კონსერვები ყველანაირი, ტუშონკები, ძეხვეული, მოკლედ ყველაფერი ისეთი რაც შეიძლება მალფუჭებადი არ იყოს და ოჯახებს დაუნაწილონ. პურის მიტანაზე გვითხრეს რომ თუ უნდა იყიდოთ არ გინდათო, ჯობია სხვა რაღაცეები იყიდოთ, პურით ქარხნები მოგვამარაგებენო. ასევე გვთხოვეს მიგვეტანა წყალი.

ბავშვებისთვის:

დევნილებში არის ძალიან ბევრი ბავშვი, მათ შორის თოთო ბავშვები და რამოდენიმე თვის ჩვილები. შესაბამისად შეგიძლიათ მიიტანოთ მათთვის რძის ფხვნილი, პატარა ბავშვების ფაფები, ლაპარაკია ჩვილი ბავშვებისთვის, 4-6 თვის და ა.შ. პამპარსები და ბავშვის ჰიგიენური საშუალებები.

by zaza fruidze

August 19, 2008 at 4:29 pm Leave a comment

C++

C++, C++ როგორც სტანდარტული C-ს გაუმჯობესება. ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ძირითადი კონცეფციები. C++ -ს პროგრამის დამუშავების ეტაპები.
დაპროგრამების ენა C განეკუთვნება ე.წ. პროცედურული დაპროგრამების ენებს. პროცედურული დაპროგრამების ძირითადი იდეა შეესაბამება პრინციპს ”გათიშე და იბატონე”. კომპიუტერული პროგრამა შეიძლება წარმოვადგინოთ ამოცანების ერთობლიობის სახით. აღწერისთვის რთული ცალკეული ამოცანა უნდა დაიყოს რამდენიმე ქვეამოცანად და ეს დაყოფა უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ არ მიიღება აღქმისათვის საკმარისად მარტივი ამოცანები. ყოველი ამოცანის ალგორითმი ფორმდება ფუნქციის სახით. ამრიგად, პროცედურული მეთოდის საფუძველზე აგებული პროგრამა წარმოადგენს ფუნქციათა ერთობლიობას.
მონაცემები გამოყოფილია ფუნქციებისაგან. ყოველი ფუნქცია ასრულებს მონაცემებზე მოქმედებათა მიმდევრობას და აქვს გამოკვეთილი კავშირი პროგრამის სხვა ფუნქციებთან.
მაგალითად, C-ის პროგრამა შედგება პროგრამისტის მიერ შექმნილი და C-ის სტანდარტული ბიბლიოთეკის ფუნქციებისაგან.
C-ის სტანდარტული ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს ფუნქციათა ფართო სპექტრს მათემატიკური გამოთვლების, სტრიქონებზე და სიმბოლოებზე ოპერაციების, შეტანა-გამოტანისა და უამრავი სხვა სასარგებლო ოპერაციების ჩასატარებლად. ეს, ცხადია, უმარტივებს პროგრამისტს მუშაობას .
პროგრამისტი წერს ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრავენ სპეციფიურ დასრულებული შინაარსის მქონე ამოცანებს და რომლებიც გამოიყენება პროგრამის სხვადასხვა ადგილას.
ფუნქციის გააქტიურება (ანუ მასში დაპროექტებული ამოცანის შესრულების დაწყება) ხდება ფუნქციის გამოძახების გზით – მისი სახელისა და არგუმენტების მითითებით. ფუნქციის დასრულების შემდეგ მართვა კვლავ უბრუნდება პროგრამას ფუნქციის გამოძახების წერტილში. C-ს პროგრამის შესრულება იწყება და მთავრდება main ფუნქციით. ნახატზე ნაჩვენებია C-ს პროგრამის ფუნქციების ურთიერთქმედების ერთ-ერთი შესაძლო მაგალითი.
პროცედურული დაპროგრამების დროს აუცილებელია თვალყურის მიდევნება იმაზე, თუ რა რიგით გამოიძახება ფუნქციები და რა ცვლილებებს განიცდიან ამ დროს მონაცემები. ეს პროცესი მით უფრო რთულდება, რაც უფრო იზრდება პროგრამის მოცულობა (რაც უფრო რთულია გადასაწყვეტი ამოცანა).
გარდა ამისა, პროცედურულ დაპროგრამებაში არასაკმარისად არის განხორციელებუ-ლი პროგრამული კომპონენტების განმეორებადი გამოყენება.
პროცედურული მიდგომის მთავარი ნაკლი კი ისაა, რომ მონაცემებისა და ფუნქციების ერთმანეთისაგან გამოყოფა ცუდად აღწერს რეალური სამყაროს სურათს. რეალური სამყაროს ობიექტების (ადამიანების, მანქანების და სხვა) თვისებები და ქცევა განუყოფელია და მოიაზრება მთლიანობაში.
ადამიანის თვისებებად შეიძლება დავასახელოთ ასაკი, თვალის ფერი, სამსახურის ადგილი და სხვა, მანქანის თვისებებია – სიჩქარე, ძრავის სიმძლავრე, ბორბლების რაოდენობა და სხვა. პროგრამაში რეალური ობიექტის თვისებები ტოლფასია პროგრამის მონაცემებისა: მათ აქვთ გარკვეული მნიშვნელობები, მაგალითად თვალის ფერი შეიძლება იყოს ცისფერი, მანქანის ბორბლების რიცხვი კი 4. mainfunc1func2func3func4func5

ქცევა – ეს არის ობიექტის რეაგირება გარე ზემოქმედებაზე. თუ მანქანას დავამუხრუჭებთ, ის გაჩერდება. მანქანის გაჩერება არის ქცევის მაგალითი. ქცევა წააგავს ფუნქციას: თქვენ იძახებთ ფუნქციას იმისათვის, რომ შეასრულოთ რაღაც მოქმედება, და ის ამ მოქმედებას ასრულებს.
ამრიგად, არც ცალკე აღებულ თვისებებს, არს ცალკე აღებულ ქცევას არ შეუძლია ადეკვატურად ასახოს რეალური სამყაროს ობიექტები.
პროცედურული დაპროგრამება წარმატებით გამოიყენება ადვილი და მარტივად რეალიზებადი ამოცანებისთვის. მაგრამ რთული ამოცანის შემთხვევაში, რომელიც მოითხოვს დიდი მოცულობის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, ბევრ რესურსებსა და დროს, პროცედურული დაპროგრამების მეთოდები საკმარისი არ აღმოჩნდა. გაჩნდა დაპროგრამების ახალი მეთოდოლოგიის შექმნის აუცილებლობა. ერთ-ერთი ასეთი ახალი მეთოდოლოგია არის ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება (Object Oriented Programming – OOP).
ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება (OOP) ახდენს რეალური სამყაროს ობიექტების მოდელირებას ამ ობიექტების პროგრამული ანალოგების (ეკვივალენტების) საშუალებით. OOP-ის ფუძემდებელი იდეა არის მონაცემებისა და მათზე გათვალისწინებული მოქმედებების გაერთიანება ე.წ. ობიექტში.
ამ მიზნით განიმარტება ე.წ. აბსტრაქტული მონაცემთა ტიპები (მომხმარებლის მიერ განმარტებული ტიპები) – კლასები. კლასი შეიცავს მონაცემებს და მათი დამუშავების ფუნქციების გარკვეულ კრებულს. სწორედ კლასის საფუძველზე იქმნება ობიექტები. ობიექტი ”ფლობს ინფორმაციას” თავისი მდგომარეობის შესახებ (მონაცებებს) და ”იცის” მისთვის განმარტებულ ქცევის წესებს (იყენებს კლასის ფუნქციებს).
მაგალითად, ობიექტი – ტელევიზორი შეიძლება შეიცავდეს
თვისებებს: ზომა – Size, ფერადობა – Color, ხმა (სიმაღლე) – Sound, არხების რაოდენობა – Channels და
ქცევის წესებს : ჩართვა – on(), გამორთვა – off(), ხმის გათიშვა – sound_off(), არხიდან არხზე გადართვა – switching_channels().
კლასის (ტიპის) სახელი TV 􀂠
მონაცემები Size, Color, Sound,
Channels
ფუნქციები on(), off(), sound_off(),
switching_channels()

OOP-ის ამ კონცეფციას ეწოდება ინკაფსულაცია.
ობიექტის მონაცემებზე პირდაპირი წვდომა აკრძალულია. ეს ნიშნავს, რომ ობიექტის მონაცემების დამუშავება შეუძლიათ მხოლოდ მისივე ფუნქციებს. პროგრამის არც ერთ სხვა ფუნქციას (გარდა მეგობარი ფუნქციისა) არ შეუძლია ობიექტის მონაცემების შეცვლა. ანუ მონაცემები დაცულია გარე ზემოქმედებისაგან, შემთხვევითი არასასურველი შეცვლისაგან.
კლასი აღწერს ერთნაირი თვისებების და ქცევის მქონე ობიექტებს. ობიექტს გადაეცემა შეტყობინება, რომელსაც იგი ამუშავებს. ყოველ ობიექტს შეუძლია მხოლოდ კონკრეტული ტიპის შეტყობინებების დამუშავება. შეტყობინებების ერთობლიობა შეადგენს ინტერფეისს, რომელიც ობიექტის ტიპით (კლასით) განიმარტება.
ტიპის სახელი TV 􀂠
ინტერფეისი on(),
off(),
sound_off(),
switching_channels()

ვთქვათ, შემოვიღეთ კონკრეტული ობიექტი-ტელევიზორი და დავარქვით მას my_tv, ანუ პროგრამაში გვაქვს სტრიქონი: TV my_tv; ახლა შეგვიძლია მივმართოთ ჩვენს ობიექტს და გადავცეთ მას შეტყობინება, ვთქვათ, ჩართვის შესახებ – my_tv.on();

უკვე არსებული კლასის (ან კლასების) საფუძველზე შეიძლება ახალი კლასების შექმნა. ახალი (მემკვიდრე) კლასის ობიექტები იძენენ წინაპარი კლასის მემკვიდრეობით გადაცემულ თვისებებსა (მონაცებებს) და მეთოდებს (ფუნქციებს) და აგრეთვე შეიცავენ საკუთარ უნიკალურ თვისებებსა და მეთოდებს:
წინაპარი (საბაზო) კლასი Point
x_coordinate, y_coordinate
get_x(), get_y(), set_x(), set_y(), move(), show_Point()
მემკვიდრე (წარმოებული) კლასი Circle
radius
get_radius(), set_radius(), show_Circle()

OOP-ის ეს პრინციპი, რომელსაც მემკვიდრეობითობას უწოდებენ, ემსახურება პროგრამული კომპონენტების განმეორებადი გამოყენების საქმეს.
იგივეს ემსახურება ახალი კლასის შექმნის კიდევ ერთი მეთოდიკა – კომპოზიცია: უკვე არსებული კლასის ობიექტის როგორც შემადგენელი ნაწილის ჩართვა ახლად შექმნილ კლასში. კომპოზიციას გამოსახავენ ასე:
Car
(მანქანა) Engine
(ძრავი)

საერთო თვისებების მქონე ობიექტებს შეუძლიათ მიწვდნენ ერთ ინტერფეისს და გამოიყენონ მასში გამოცხადებული მეთოდები. ამასთან დასაშვებია ინტერფეისში გამოცხადებული მეთოდების სხვადასხვა რეალიზება (განსაზღვრება) მემკვიდრე კლასებში. ეს კონცეფცია ცნობილია პოლიმორფიზმის სახელით. პოლიმორფიზმი შეიძლება ავხსნათ ფრაზით ”ერთი ინტერფეისი – მრავალი მეთოდი”.
ობიექტზე ორიენტირებული სტილი თვისობრივად აუმჯობესებს დაპროგრამების პროცესს და ზრდის პროგრამული უზრუნველყოფის განმეორებადი გამოყენების ხარისხს. ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების მეთოდებით შეიარაღებული პროგრამისტი უმკვლავდება გაცილებით მეტი მოცულობის პროგრამებს, ვიდრე ადრე.
დაპროგრამების ენა C++, რომელიც წარმოადგენს C-ს გაფართოებას, შეიქმნა 1979 წელს Bell Laboratories თანამშრომლის Bjarne Stroustrup-ის (ბიერნ სტრაუსტრუპის) მიერ. პირველად ენას ეწოდებოდა ”C კლასებით” (C with Classes). 1983 წლიდან ენის დასახელება გახდა C++. C++ უზრუნველყოფს რიგ თვისებას, რომელიც ”აწესრიგებს” C-ს, და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, იგი იძლევა ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების საშუალებას. ობიექტზე ორიენტირებული დაპროექტება მნიშნელოვნად ზრდის პროგრამული პროდუქტის დამუშავების ეფექტურობას სტრუქტურული პროგრამირების ტექნოლოგიასთან შედარებით. ობიექტზე ორიენტირებული პროგრამები უფრო მარტივად გასაგებია, მათი კორექტირება და მოდიფიკაცია გაცილებით გაადვილებულია. C++ – ჰიბრიდული ენაა, მასში შესაძლებელია პროგრამირება როგორც ობიექტზე ორიენტირებულ სტიში, ასევე C-ს სტილშიც და ორივე სტილში ერთდროულად. 90-იანი წლების დასაწყისიდან C++ გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული დაპროგრამების ენა.

წყარო : Forum.Hop.Ge

August 17, 2008 at 1:43 pm Leave a comment

დედამოტYნული კოღო

[11:49:43 AM] Beqo var mchedlishvili says: რას შვები
[11:50:10 AM] datunia datunia says: რავი
[11:50:13 AM] datunia datunia says: ვერ დავდივარ
[11:50:16 AM] datunia datunia says: :(
[11:50:30 AM] Beqo var mchedlishvili says: რაზე ტო
[11:50:56 AM] datunia datunia says: დედა მოტYნულმა კოღომ მიკბინა
[11:51:05 AM] datunia datunia says: და გადატყავებული მაქვს< ამ საუბრის შემდეგ , სულ გამიქრა ცხოვრების მუღამი :(

August 17, 2008 at 9:00 am 2 comments

ბავშვის აღზრდის მეთოდები – ნოდარ დუმბაძე

მშობლების როლი ბავშვის აღზრდის საქმეში განუზომელია.მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვებიც გარკვეულ როლს ასრულებენ მშობლების აღზრდაში.განსაკუთრებით აქტიურობას იჩენენ ამ საქმეში 5-6 წლის ბავშვები.
ცნობილია , რომ ბალღი დაბადებიდან ერთი წლისთავზე იწყებს ტიტინს, რასაც ზოგიერთი მშობელი ტლიკინს უწოდებს.სწორედ ამ ტლიკინზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება,ანალიზი გავუკეტო ამ საკითხს და მოგცეთ შესაძლებლობა,წინასწარ გაითვალისწინოთ იმ აღმზრდელობითი მეთოდის სიმკაცრე, რომელსაც თქვენს მიმართ იყენებენ ბავშვები.
არის შემთხვევა,როდესაც ბავშვი ზამთარში თხოულობს საზამტროს,თქვენ ვერ უკმაყოფილებთ კანონიერ მოთხოვნას და უხსნით,რომ საზამთრო ზაფხულში მოდის.ბავშვს სამართლიანად უკვირს და გეკითხებათ:
- აბა,რატომ ჰქვია საზამთრო ?
ეს შეიძლება თქვენც არ იცოდეთ და ბავშვი გაუნათლებელი დარჩეს ბოტანიკის ამ სფეროში.მაგრამ ეს არაფერია,ახლა ამაზე არ მოგახსენებთ.
არის შემთხვევა,როდესაც მამა მთვრალი მოდის სახლში და ბავშვი ეკითხება დედას?
- დედიკო,ლა მოუვიდა მამას?
- გამსკდარია!
ბავშვი იმავე წუთში მეტისმეტი ჩაბერვისას გამსკდარ თავის უვარგის ბურთს წარმოიდგენს და მოკლედ მოჭრის:
- გადავაგდოთ და აქალი ვიკიდოთ . :)
ამას შეიძლება ყური მოჰკრას მამამ და ბავშვის ფიზიკური მოუმზადებლობა ბოროტად გამოიყენოს.სამაგიეროდ,შემდეგში ფრთხილეს გამოიჩენს და აღარ გაილეშება.
ადვილი შესაძლებელია,რომელიმე ოჯახის მამა საწყობის გამგეც იყოს და გამფლანგველიც.კიდევ უფრო ადვილი შესაძლებელია
ასეთმა მამიკომ სახელმწიფოს კუთვნილი ათიოდე ყუთი საპონი შეჭამოს. გაიგებს ამას ბავშვი და მიმბაძველობით თვითონაც სცდის ამას, რასაც არასასურველი შედეგი მოჰყვება წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით.

მამებო! არის არის გამორიცხული,რომ რომელიმე თქვენგანის შვილი მიუახლოვდეს ბაბუას (თქვენს მამას) და ჰკითოხს :
- ბაბუ,მამაჩემს რომ ყელში ამოუხვედი და კისერზე დააჯექი , ბევრი გასეირნა?
- რას აბმომ შვილო?!
- გუშინ მამამ დათიკო ბიძიას უთხრა, მომაშორე ეგ ბერიკაცი,თორემ ყელში ამომივიდა,სამი დღეა ჩემს კისერზე ზისო.
ბაბუას ჩიბუხი უვარდება ხელიდან,მამას კი აგონდება…როგორ კამათობდა ძმასთან,თუ ვინ უნდა არჩინოს 100 წლის მამა,რომელსაც დღეში ერთი ჭიქა ჩაი და ერთი ნაჭერი პური ჰყოფნის.
ერთი და რამდენიმე დღიშ შემდეგ მივა შვილი მამასთან და სერიოზულად ჰკითხავს:
- მამიკო, რატომ არ ღრუტუნებ?
რატომ უნდა ვიღრუტუნო? შვილო?
- იმიტომ , რომ ღორი ხარ! ასე თქვა ბაბუამ!
ავტორი : ნოდარ დუმბაძე
მოთხრობა წიგნიდან დაუსრულებლად გადმოიტანა : ბექო ( cudibichi
)
გაგრძელება იქნება :P

August 16, 2008 at 10:36 am 9 comments

Older Posts


RSS

Wordpress.com
Add RSS

ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქართველო!

ბლოგის სტატისტიკა

  • 15,459 hits

Follow

Get every new post delivered to your Inbox.